25 აგვისტოს ბათუმში აჭარის გათავისუფლების დღე აღინიშნება

0
1270

25 აგვისტოს ბათუმში აჭარის გათავისუფლების დღე აღინიშნება.  აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი ბათუმში, ბარათაშვილის და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაზე, სკვერში, ეკლესიასთან, სადაც დაიდგმება აჭარის გათავისუფლების მემორიალი, მართავს საზეიმო შეკრებას, რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შედეგად აჭარის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით.

ღონისძიება დაიწყება 25 აგვისტოს, 13 საათზე. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა პატრიოტს, ასევე ბათუმის სტუმრებს.