საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ

0
948

ნაციონალური მოძრაობა დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად ემზადება. ოპოზიციური პარტია დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და კოლეგებს საკრებულოდან მოუწოდებს მათ ინიციატივას შეუერთდნენ.

„თბილისის მერი აღმოჩნა ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო თანამდებობის პირი, რომელსაც არაფერზე არ სურს პასუხისმგებლობის აღება. ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ ამჩნევს იმ პრობლემებს, რომელიც ართულებს ცხოვრებას თბილისში, ადამიანი, რომელიც დამატებით მზად არის შეურაცხყოფა მიაყენოს თბილისელებს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რჩება – ბიძინა ივანიშვილის მორიგი წარუმატებელი ექსპერიმენტი, რომელიც მან თბილისელებზე ჩაატარა, ნელ-ნელა დასრულდეს. ან ნარმანიამ თავად მიიღოს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, რისი ნაკლები მოლოდინი მაქვს ან საკრებულოში ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას“, – განაცხადა აბესაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრებს კითხვები აქვთ ყაზბეგის გამზირზე ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით. ისინი პასუხისმგებელი პირების გამოვლენას მოითხოვენ.

„კითხვები, რომელიც გვაქვს ჩვენც და სხვა დეპუტატებსაც აქვთ, ეხება პირველ რიგში იმ ფაქტს, რაც მოხდა ყაზბეგის გამზირზე. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი ეს უნდა გაირკვეს ძალიან მკაფიოდ და გამოიკვეთოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა,“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა

ქართულ ოცნებაში  კი აქცენტს თბილისის გამწვანებასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივაზე აკეთებენ, რომელის განხილვაც პარასკევის რიგგარეშე სხდომაზე უნდა მოხდეს. მათივე მტკიცებით, ამ შეხვედრაზე თბილისის მერი ყველა კითხვას უპასუხებს.