რამდენიმე წუთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევს შეხვდება

0
1205

საქართველოს პრემიერ მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. რამდენიმე წუთში გიორგი კვირიკაშვილი  ილჰამ ალიევს შეხვდება. მოლაპარაკებები ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართება.

მანამდე კი, გიორგი კვირიკაშვილმა  ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი და ამ წუთებში ასრულებს შეხვედრას აზერბაიჯანელ კოლეგასთან. პრემიერ მინისტრი  მოლაპარაკებებს არტურ რასიზადესთანმართავს. გაიმართა პირისპირ მოლაპარაკება.

ამ წუთებში კი გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემებია სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.

მხარეები თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია სამხრეთული გაზის დერეფნის მშენებლობა და პროექტის დროული განხორციელება. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის საკითხს.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მშენებლობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს, დროულად იქნება დასრულებული.

მხარეები რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.