რუსეთის ვიცე-პრემიერი – გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის შემადგენლობიდან გამოსვლამ ევროპა უკვე საგრძნობლად დაასუსტა

0
1038

გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის შემადგენლობიდან გამოსვლამ ევროპა უკვე საგრძნობლად დაასუსტა. აღნიშნული განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა „ბიბისი“-სთან საუბარში განაცხადა.

დვორკოვიჩის განმარტებით, „ბრექსითმა“ ევროპის მომავალი გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენა.

„რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ძლიერი იყოს. ჩვენ სუსტი პარტნიორები არ გვჭირდება, ძლიერი პარტნიორი კი, პირიქით, ჩვენი წინსვლის გარანტია. სამწუხაროდ, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ ევროპა დაასუსტა“,-  განაცხადა არკადი დვორკოვიჩმა.

ოფიციალურმა ლონდონმა ევროკავშირის შემადგენლობის დატოვების გადაწყვეტილება 23 ივლისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღო, თუმცა ახალ პრემიერ-მინისტრსა და ქვეყნის ხელისუფლებას „ბრექსითის“ განხორციელების მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა არ აქვს.