თურქეთში 11 000-ზე მეტ პედაგოგს მუშაობის უფლება შეუჩერეს

0
1133

თურქეთში „ქურთისტანის მუშაკთა პარტიასთან“  შესაძლო კავშირების გამო 11 000-ზე მეტ პედაგოგს მუშაობის უფლება  შეუჩერეს.

 თურქეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 11 285 მასწავლებელი გამოძიების დასრულებამდე ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.

 თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ აღნიშნული ზომა შესაძლოა, კიდევ 3 ათას მასწავლებელს შეეხოს.

 თურქეთში პროფესიულ საქმიანობას  850 000 პედაგოგი ეწევა.