საია „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით დღეს სასამართლოში სარჩელს წარადგენს

0
980

საია თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით დღეს სარჩელს წარდგენს და იმ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლის საფუძველზეც „სოლოლაკის მაღლობის“ და „სოლოლაკის ბაღების“ სამშენებლო ნებართვები გაიცა.

იურისტ სულხან სალაძის განცხადებით, თბილისში არსებულ ისტორიულ ლანდშაფტის დაცვის ზონაში, მშენებლობა აკრძალულია.

”სარჩელი ”პანორამა თბილისის” პროექტში ორ სამშენებლო ნებართვას ეხება. ერთი ეს არის ”სოლოლაკის მაღლობი“ და მეორე ”სოლოლაკის ბაღები”. საქმე იმაშია, რომ ეს სამშენებლო ნებართვა გაცემულია ქალაქ თბილისში არსებულ ისტორიულ ლანდშაფტის დაცვის ზონაში, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის თანახმად, იმ ტიპის შენობა-ნაგებობების გამართვა, რომლებიც მყარად არიან დაკავშირებული მიწასთან ისტორიული ლანდშაფტის ზონაში,  კანონით არის აკრძალული”, – განაცხადა სულხან სალაძემ.