ბაღდადში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

0
1163

ერაყის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი  40-მდე გაიზარდა, დაშავებულია 60 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 ორი დანაღმული ავტომობილი დედაქალაქ ბაღდადში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან აფეთქდა.

 პასუხისმგელობა ტერაქტების ორგანიზებისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ბაღდადში მომხდარი ტერაქტების უმრავლესობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო მოწყობილი.