პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა დანიშნა

0
1032

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის სამართლებრივ აქტს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის განკარგულებით, საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველა მხარესთან კონსულტაციებს მართავდა, რის საფუძველზეც, შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა.