“აშშ-ს პოლიტიკის პარალელურად რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკცდა. მოგეხსნებათ, რომ მათ სამხედრო ოპერაციები სირიაში ერთობლივად ჩაატარეს და შესაბამისად, დარტყმები ისლამური სახალიფოს, დაიშის მიმართულებით გააძლიერეს. პოსტცივი ომის შემდგომ პირველად, ნატოს წევრმა სახელმწიფომ და რუსეთმა თავიანთი გეგმების ჰარმონიაზაცია მოახდინეს, რომელსაც შემდგომ ასტანაში შეხვედრები მოჰყვა, რომელსაც ისევ ეს ორი სახელმწიფო აფინანსებდა. რუსეთის საქართველოსადმი ძალის გაძლიერება სამწუხაროდ უკვე თვალნათლივ ჩანს, თუმცა ამ შემთხვევაში თურქეთიც ირიბად მაინც საქართველოს წინააღმდეგ მოდის”, – აცხადებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის მოადგილე და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ნატო-ს პროცესების მიღმა დავრჩით, საქართველოს შანსები გაურკვეველი ვადით გადაიწევს”
ვახტანგ მაისაია საქართველოს აშშ-სა და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობისკენ მოუწოდებს.
რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი სამხედრო კონტიგენტი უკვე გააძლიერა. ოკუპირებულ აფხაზეთში კი საზღვრები ჩაკეტა და კიდევ რომელი ერთი. ამასთან, ყურადღება თურქეთის გაძლიერებზეც მინდა გავამახვილო. მაგალითად, თურქულ პრესაში და განსაკუთრებით ერდოღანის მომხრე მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თურქეთი თავის ინტერესებსა და კავშირებს საქართველოს მიმართულებითაც გააძლიერებს. საინტერესოა ჩაღლარის სკოლების სისტემის შესახებ არსებული ინფორმაცია, რომელზეც მსურს ყურადღების გამახვილება. სხვათა შორის, ეს სკოლები სახელმწიფოთა შორის შეთანხმებების საფუძველზე შეიქმნა, სადაც მთავარი სასწავლო პროგრამა ეროვნულ ინტერესებს სავსებით შეესაბამება. სკოლებში 500 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული და 3 ათასი ქართველი მოსწავლე სწავლობს, სადაც სხვა ენებთან შედარებით ქართულს მეტი უპირატესობა ენიჭება. ახლა კი ერდოღანის მომხრე ჯგუფები ამ სკოლების ერთგვარად ხელში ჩაგდებას ცდილობს. ასეთი ტენდენციები კი გახლავთ სწორედ იმის მცდელობა, რომ საქართველო ტერიტორიაზე თურქეთის შიდა პოლიტიკური დაპისისპირება მოხდეს, ეს ძალიან საშიშია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ნებისმიერი შიდა დაპირისპირების არეალი საქართველო გახდეს, სულ ერთია, ეს თურქეთი იქნება, სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს დაპირისპირება შიდა პოლიტიკური პროცესია და მისთვის გეოპოლიტიკური ტენდენციების მიცემა დაუშვებელია. ეს არის მაგალითი, რომელიც ტენდენციების გამოკვეთას ასახავს”, – აღნიშნავს რესპონდენტი.
თუ გახსოვთ, ტრამპმა ინაუგურაცისას ახსენა სიტყვა შერჩევითობა და ეს ტერმინი ისრაელთან მიმართებაში უკვე გამოიყენა. თუ რომელი ქვეყანა მოხვდება ამ სელექციურ ნაწილში და იქნება თუ არა ის საქართველო, ეს აბსოლუტურად ჩვენს აქტიურობაზე, კარგი გაგებით აშშ-ში საქართველოს ლობირებაზეა დამოკიდებული. ქვეყანა კი მხოლოდ ელჩ ბაქრაძის იმედზე არ უნდა იყოს, ვისურვებდი, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში პოლიტიკური დონის, კვალიფიციური დიპლომატი იყოს მივლენილი. რაც შეეხება ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელიც ნატო შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ყოფნის გაძლიერების ზომების პაკეტის შემუშავებას დაასრულებას შეეხება, ეს გახლავთ ვარშავის სამიტის ინციატივის გაგრძელება, რომელიც სხვათა შორის თუქეთის მცდელობის შედეგად ჩავარდა. როგორც ჩანს, ახლა ახალი ვარიანტი შემუშავდა, რომელიც ნატოს ბრიუსელის სამიტზე განიხილება. ძალიან მიკვირს რატომ არ უნდა იყოს საქართველო ამ სამიტზე წარმოდგენილი. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პრეზიდენტის წასვლა იქ მხოლოდ სიმბოლური ვიზიტი იქნება და მას არანაირი მნიშვნელობა არ აკისრია. ჩვენ ახლა უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია უსაფრთხოების განმტიცების კუთხით, რათა ამ პროცესის მიღმა არ დავრჩეთ”, – დასძენს ვახტანგ მაისაია.
კითხვაზე – “არსებული რეალობის გათვალისწინებით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა კიდევ უფრო ჩაიკეტოს?”, – პასუხობს:
“გეთანხმებით, რომ ამის ერთგვარი რისკი ნამდვილად არსებობს, მითუმეტეს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფონზე, როცა მან შესაძლოა პოზიციებს გადახედოს, მითუფრო ახლა – გაფართოების ფორმატში. მნიშვნელოვანია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელიც ამერიკის შემდეგ ნატოს კოტექსტში ყველაზე ძლიერი ევროპული პოზიების მქონე სახლმწიფოა. ამავე დროს ნატოს კარის გაფართოებაზე გერმანიის არჩევნებიც იმოქმდებეს, ანუ სანამ არ გამოჩნდება რომელი პოლიტიკური ძალა გაიმაჯვებს, იქამდე ეს საკითხი ღიად დარჩება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები არ გავაძლიეროთ. თუ ჩვენ ამ პროცესების მიღმა დავრჩით, გაფართოების ფორმატში საქართველოს შანსები გაურკვეველი ვადით გადაიწევს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ახლა პასიურობა ყოვლად დაუშვებელია.”