ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდება. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კახა კალაძისა და ”ინტერ-რაოს” წარმომადგენლების შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრის მინსკში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მოხდება.
კახა კალაძე ბელორუსის დედაქალაქში ვიზიტით უკვე გაემგზავრა. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, კომპანია „ინტერ-რაოსთან“ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.