საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოოო შედეგები გამოაქვეყნა.
ბიულეტენთა 100%-ის დათვლის შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, ხოლო „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა – 33,94%.
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი გახდა. ის მეხუთე რესპუბლიკაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტია.