ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მინისტრები დააკავა

0
950

ესპანეთის სასამართლო გადაწყვეტილებით, კატალონიის მთავრობის ყოფილი რვა წევრი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს შორის კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ურიოლ ჟუნკერასია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ეჭვმიტანილებს შეეძლოთ სხვა ქვეყანაში გადასვლა, როგორც ეს კატალონელმა სხვა მინისტრებმა გააკეთეს.

BBC-ის ინფორმაციით, სასამართლოში გამოძახებულ 14 ყოფილ მაღალჩინოსანთაგან მხოლოდ 9 გამოცხადდა. სასამართლოში არ გამოცხადდა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლოს პუჩდემონი, რომელიც ამჟამად ბელგიაში იმყოფება.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ამბოხება და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა. ესპანეთის კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.