ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობისაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. მსოფლიოს ნომერ მე-20 ჩოგანი ტურნირის პირველი წრეში რეიტინგის 170-ე ნომერ, ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს დაუპირისპირდა.
თამაში ორი საათი და 45 წუთი გაგრძელდა და 4 სეტში ქართველმა 6:4, 4:6, 7:6, 6:3 მოიგო. ბასილშვილი შემდეგ ეტაპზე იტალიელ სტეფანო ტრავალიას შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, არგენტინელი გვიდო ანდრეოცი დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპრიზო თანხასთან ერთად 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ტრავალიასთან შეხვედრას კი ოთხშაბათს, 16 იანვარს გამართავს.