სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას ანგელა მერკელს შეხვდება

0
626

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში 20-21 თებერვალს შედგება.

ამასთან, გერმანიაში ვიზიტამდე, სალომე ზურაბიშვილი 17-19 თებერვალს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

მთავრობის განკარგულება პრეზიდენტის ვიზიტებზე თანხმობის შესახებ, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვიზიტების მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაა.