ყაზახეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 13 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოთხი სამხედრო მი-8 ტიპის ვერტმფრენი, რომლის ბორტზე 13 ადამიანი იმყოფებოდა, ყიზილორდინსკის ოლქში ჩამოვარდა. ვერტმფრენი აქტაუდან შიმკენტის მიმართულებით, ცუდ ამინდში ღამით მიფრინავდა.
ქვეყნის პრეზიდენტი კისიმ-ჟომარტ ტოკაევი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს, რომ ვერტმფრენი სამხედრო სწავლების ფარგლებში, აქტაუ-შიმკენტის რეისს ასრულებდა. ის დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
ავიაკატასტროფის ადგილზე ტრაგედიის მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად კომისია გაიგზავნა. დაწყებულია გამოძიება.