შსს ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს

0
808

შსს ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს, რაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს საშუალებას მისცემს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ საგზაო უსაფრთხოების პროექტის „მეტი სიცოცხლისთვის“ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, სისტემა საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და პრევენციული ხასიათის მატარებელი საპოლიციო ქმედების ფარგლებში გადაამოწმოს ისინი.

ამასთან, წლის ბოლომდე გაიზრდება ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ძირითად ქალაქებში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ.