ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) დირექტორი ჯონ ბრენანი თურქეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საგანგაშო განცხადებას აკეთებს. NBC ტელევიზიის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში გამოსვლისას ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ ISIS-ის 30 მებრძოლი თურქეთში გაიგზავნა. ბრენანის თქმით, ალ-ქაიდას ყველაზე კარგ პერიოდშიც კი არ ყოლია იმდენი ბოევიკი, რამდენიც ეხლა ISIS-ის ჰყავს.
CIA-ის დირექტორმა ჯონ ბრენანმა გასულ კვირას აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტს ISIS-ის შესახებ ინფორმაცია მიაზწოდა. ბრენანის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სპეცოპერაციის ცენტრად ლიბიის გამოყენება შემაშფოთებელია. ბრენანი, კომიტეტისთვის მიცემულ ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლიბიაში ISIS-ის საქმიანობის გააქტიურება ევროპაში ტერორისტული აქტების გაზრდას გამოიწვევს.