Daily Mail – ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის ადგილზე ამოღებულ იარაღს დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია

0
770

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი ავრცელებს სურათს, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელები, მათ შორის ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში „მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“.

ფოტოზე ჩანს ასევე სხვა ენაზე დაწერილი სახელებიც, მათ შორის რუსულად. სხვა დეტალები იარაღთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.