Foreign Policy: რუსეთმა თურქეთი დაადანაშაულა

0
1171

ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ერთი შეხედვით თითოს დალაგებული ჩანს, თუმცა, დახურულ კარს მიღმა სირიის საკითხთან დაკავშირებით მათ შორის ცივი ომი ისევ გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ჟურნალი Foreign Policy ავრცელებს.

Foreign Policy-ში კოლუმ ლინჩის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა გაიმართა, სადაც სავარაუდოდ, რუსეთმა სირიის საკითხთან დაკავშირებით თურქეთი მკაცრად დაადანაშაულა.

გაეროს დიპლომატებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაში, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა, თურქეთს, სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების იარაღით მომარაგებასა და ტერორისტების თურქეთიდან სირიაში გადასვლაში ხელშეწყობის გამო დასდო ბრალი.

ჟურნალის მტკიცებით, რუსეთის ელჩმა აღნიშნული ბრალდებები საზოგადოებას დაუმალა. ამ შემთხვევაში, ორივე ქვეყანამ საზოგადოების წინაშე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა თითქოს ურთიერთობები მოგვარებულია. თუმცა, სირიის საკითხთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის კონკურენცია იგივე ტემპით გრძელდება.

Foreign Policyის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დამსწრე დიპლომატმა, ″რუსებმა, თურქეთის შესახებ ძალიან მკაცრად ისაუბრეს.″-განაცხადა მან. მაგრამ ჟურნალი როგორც თავის სტატიაში წერს, რუსმა დიპლომატმა ჩურკინმა სხდომის დასრულების შემდეგ რბილი ტონით ისაუბრა.

″ანკარელების გონების ამრევი და საქმეების ქაოსად გადაქცევის გამომწვევი არაერთი ფაქტორი არსებობს, მაგრამ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.″-წერს ჟურნალი.