NDI-ის გამოკითხულთა 83% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ნატო-ში გაწევრიანებას – 78%

0
680

როვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას -83 პროცენტი, ნატოში წევრობას კი 78 % უჭერს მხარს.

ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხული მოსახლეობის 9 პროცენტი არ უჭერს. აგრეთვე გამოკითხულთა 13 % ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

გამოკითხულთა 7 %-მა შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა მათთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი უპასუხა, რომ არ იცის. რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, 9 %-მა არ იცის.

გამოკითხვის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2205 – მა ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.