დავით ნარმანია – ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხის იმაზე, რაც აქ მოხდა

0
1006

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად თბილისის მერმა განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ გამოძიება მალე დასრულდება და ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგინდება. შეძლებს თუ არა დედაქალაქაის მერია დაზარალებულების დახმარებას, ამის შესახებ მერს კომენტარი არ გაუკეთებია.

„ფაქტი არის ძალიან მძიმე, ასეთი შემთხვევა თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და იმ ადამინებს, ვინც აქ ვაჭრობდნენ, დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონიათ, სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი აქ, ამ პირობებში. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხის პირველ რიგში, მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა. ამ ადამიანებს ჰქონდათ ხელშეკრულებები ბაზრობის ადმინისტრაციასთან. ბაზრობის ადმინისტრაციას აქვს თავისი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები და უნდა გასცენ ამ ხალხს პასუხი“,-განაცხადა დავით ნარმაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი დაზარალდა. გამოძიება დაადგენს ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზარალსაც.