საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავა-კაბელების საქმის განხილვა ჩაინიშნა

0
1170

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს უგულავა-კაბელების საქმის განხილვაა ჩანიშნული. სხდომა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.

ბათუმში, საკონსიტუციო სასამართლოს შენობაში რამდენიმე მოსამართლე უკვე შევიდა.

როგორც ჟურნალისტებს მოსამართლე ზაზა თავაძემ განუცხადა, დღეს პლენუმის სხდომა შედგება.

“დღეს პლენუმის სხდომაა ჩანიშნული. რამდენიმე საკითხს განვიხილავთ. გეცოდინებათ ყველაფერი, როცა სხდომა დასრულდება”, – აღნიშნა ზაზა თავაძემ.

აღნიშნული საქმის განხილვა მოსამართლეების გამოუცხადებლობის მიზეზით ორჯერ გადაიდო.

უგულავა-კაბელების საქმეზე არსებითი განხილვა 22 ივლისს დაიწყო. მოსარჩელეები სსკ 182-ე მუხლს ასაჩივრებენ, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს. ეს ორი საქმე სწორედ გაფლანგვის მუხლით გაერთიანდა.