თურქეთის ქალაქ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი 45-ს აჭარბებს. ტერაქტი სირიის მოსაზღვრე ქალაქში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ამის შესახებ ადგილობრივი პრესა ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობასთან აფეთქდა. შედეგად მრავალსართულიანი შენობა მთლიანად დაინგრა. არ არის გამორიცხული ნანგრევებში ხალხი იყოს მოყოლილი, ამიტომ სამართალდამცველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, რეჯეპ აქდაგის ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამართალდამცველია. დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა 78-მდე, აქედან 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების უკან თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.