თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 1563 მეამბოხე დააკავეს

0
1446

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, ამბოხებულების დაკავება გრძელდება.

ამ დროის მონაცემებით, მთალი ქვეყნის მასშტაბით, სულ 1 563 მეამბოხეა დაკავებული.

თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო, ხუთი გენერალი და 29 პოლკოვნიკი გადააყენეს. ასევე, ლიკვიდირებულია სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე.

ქვეყანაში ვითარება ამ დროისთვის ქვეყანაში კვლავ დაძაბულია, თუმცა სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.

პერიოდულად ანკარაში კვლავ ისმის სროლის ხმაც. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, გარდაცვლილია 17 პოლიციელიც.