სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

0
1176

სირიაში, 12 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, რაზეც შეთანხმება აშშ-სა და რუსეთს შორის შედგა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„სირიის არმიამ შვიდდღიანი „სიმშვიდის რეჟიმის“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს. ამასთან, უფლებას იტოვებს, მოახდინოს რეაგირება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში და ამისთვის გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის სირიის ოპოზიციას ზავის შესახებ თანხმობა არ განუცხადებია.  თუმცა, სააგენტოს ცნობით, წყაროები ადასტურებენ, რომ ასადის ოპოზიციაში მყოფი დაჯგუფებების ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მხარს უჭერენ.